LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეროვნული ნაკრები მენდელეევის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

95

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, მენდელეევის სახელობის ქიმიის ოლიმპიადას წელს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც შეუერთდება. ოლიმპიადა აპრილის ბოლოს ქალაქ ასტანაში გაიმართება და მასში 4 ქართველი მოსწავლე იასპარეზებს.

გუნდის სამი წევრი დემირელის კოლეჯის მოსწავლეა, რომლებმაც 2017 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმიადაზე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები აჩვენეს. ეროვნული ნაკრები ყაზახეთში 23 აპრილს გაემგზავრება.

„დემირელის კოლეჯის მოსწავლეები 2010 წლიდან ლიდერობას ინარჩუნებენ ქიმიის განხრით და ყოველ წელს საქართველოს მასშტაბით მუდმივად იკავებენ ადგილს ხუთეულში.  2014 წლიდან საქართველო მონაწილეობს ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, სადაც კოლეჯის მოსწავლეები აქტიურად იკავებენ ადგილს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. 2015 წელს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში  დემირელის ერთი მოსწავლე იყო. გასულ წელს უკვე ორი მოსწავლით წარვდეგით, ხოლო წელს უკვე 3 მოსწავლეს ვუშვებთ ასეთ მნიშვნელოვან კონკურსზე“ – განაცხადა სკოლის დირექტორმა ნინო კავთიაშვილმა. 

მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სხვა შედეგებიც: 2016 წელს, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე მე-10 კლასის ასაკობრივ კატეგორიაში პირველი და მეორე ადგილები ამავე კოლეჯის მოსწავლეებმა დაიკავეს; 2017 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე კი კოლეჯის მოსწავლეებმა ერთ-ერთ საუკეთესო შედეგი აჩვენეს და საქართველოს ფარგლებში პირველი, მესამე და მეხუთე ადგილი დაიკავეს.

მენდელეევის სახელობის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადა აპრილის ბოლო კვირაში გაიმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა მიიღებს. საქართველო უკვე რამოდენიმე წელია აქტიურადაა ჩართული ოლიმპიადაში და ყოველ წელს კიდევ უფრო აუმჯობესებს მიღწეულ წარმატებებს. მენდელეევის საერთაშორისო ტურნირი ერთ-ერთ პრესტიჟულ ოლიმპიადად ითვლება და იგი წელს 51-ედ იმართება.

პოპულალურები