LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს, ევროინტეგრაციის გზაზე, ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა აქვს – მიხეილ ჯანელიძე

51

საქართველოს ვიცეპრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველოს აქვს ევროპარლამენტის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე. ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელში, ევროპარლამენტარებთან მიმდინარე შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.

მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი ევროპარლამენტში, რაც გამოიხატება ევროპარლამენტის იმ უპირობო და მტკიცე მხარდაჭერაში, რომელიც ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის გზაზე აქვს.

მისი თმით ევროპარლამენტის მხარდაჭერა კონკრეტულ შედეგებში გამოიხატა, როგორიც არის იგივე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გასულ კვირას მიღებული რეკომენდაციები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები