LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი ეწვევა

72

30-31 იანვარს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.

ტორბიორნ იაგლანდი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს,იუსტიციის მინისტრს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სხელმწიფო მინისტრს. საგარეო საქმეთა სამინისტროში მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდგომ საგარეო საქმეთა მინისტრი და გენერალური მდივანი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ საქართველო-ევროპის საბჭოს თანამშრომლობის საკითხებს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ევროპის საბჭოს ჩართულობას კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსა და ნდობის აღდგენის პროცესში.

მხარეები ასევე განიხილავენ 2016-2019 წლებისთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში სამართლის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას და ნდობის აღდგენის პროცესის ეფექტურ განხორციელებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები