LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ფოსტა მაღალ მთიან რეგიონში სერვის ცენტრს ხსნის

43

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტა“ ახალი კონსტრუქციის პირველ ცალკე მდგომ სერვის ცენტრს ხვალ, თიანეთის მუნიციპალიტეტში გახსნის.

ღონისძიებას  საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე და თიანეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დაესწრებიან.

„საქართველოს ფოსტა“ თიანეთის სერვის ცენტრის პარალელურად  4 ახალ სერვის ცენტრს: დედოფლისწყაროში, ახმეტაში, ლაგოდეხსა და სიღნაღში გაიხსნის.

თიანეთის სერვის ცენტრის პრეზენტაციაზე იგეგმება კახეთის ოთხივე ფოსტის სერვის ცენტრებიდან ვიდეო ჩართვები, სადაც თიანეთში ჩასულ სტუმრებს ვიდეოტრანსლაციის საშუალებით საშუალება მიეცემათ პარალელურ რეჟიმში დააკვირდნენ კახეთის  ოთხი სერვის ცენტრების გახსნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები