LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ფოსტა სამუშაო დროს 2 საათით გაზრდის

310

25 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრები გაზრდილი გრაფიკით იმუშავებენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, წინასაახალწლოდ საფოსტო პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნის და ფოსტის ახალი სერვისების მიმართ მაღალი ინტერესის გამო და მომხმარებელთა დიდი ნაკადის განტვირთვის მიზნით „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრებში სამუშაო დრო 2 საათით – დილის 09:30 საათიდან 19:00 საათამდე გაიზრდება.

”წინასაახალწლოდ გაზრდილი დროის მონაკვეთში მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს შემდეგი სერვისცენტრების მომსახურებით: თბილისში – 0102, სადგურის მოედანი №2; 0167, გლდანის 1 და 2 მკრ. შორის მდებარე სავაჭრო ცენტრი; 0190, კახეთის გზატკეცილი №34 ბ; 0179, ი.ჭავჭავაძის გამზ. №21; 0186, ვაჟა-ფშაველას გამზ. №69; 0160, პეკინის გამზ. №39; ქუთაისში – 4600, თამარ მეფის ქ. №56 და 4608, ზ.გამსახურდიას ქ. №32; ბათუმში – 6010, ხ.მელაშვილის ქ.№4 და 6004, ი.ჭავჭავაძის ქ. №90; ზუგდიდში – 2100, რუსთაველის ქ.№92; გორში – 1400, სტალინის ქ. №15 და რუსთავში – 3700, მეგობრობის გამზ. №9.“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციში.

ცნობისთვის, ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით “საქართველოს ფოსტის“ 82 სერვის ცენტრი ფუნქციონირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები