LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს გაუმარჯოს! – პრინცი ჰარი ქართველ სამხედროებს გულშემატკივრობს (ვიდეო)

86

კანადაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშების“ ფინალში პრინცი ჰარი ქართველ სამხედროებს, რომლებიც გაერთიანებული სამეფის ნაკრებს ხვდებიდნენ,  გულშემატკივრობს და “საქართველოს გაუმარჯოს”  შეძახილით ამხნევებს. 

ვიდეოს პრინცი ჰარი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს. 

ამასთან, თამაშებში გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა.

კანადაში მიმდინარე საერთაშორისო პარაოლიმპიური ტიპის სპორტული თამაშების Invictus Games-ში დაჭრილმა ქართველმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. დაძაბულ, ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს ნაკრებს დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა.