LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს გზებს 250 მილიონი ევროთი დააფინანსებენ

51

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში, 250 მლნ ევროს დაფინანსებას გამოყოფს.

შესაბამისი ფინანსური კონტრაქტის ხელმოწერის დადასტურების წერილს დღეს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ფინანსური ხელშეკრულებით, საქართველოსათვის გამოყოფილი იქნა 250 მილიონი ევრო,  საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 253 კმ-ის ძირითადი და მეორადი გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის.

პროექტს განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები