LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის პატრიარქისგან მიწვევა მიიღო

89

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის პატრიარქისგან მიწვევა მიიღო. ილია მეორე კირილემ მოსკოვში რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დაპატიჟა.

გზავნილი კათალიკოსს პირადად რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა გადასცა, რომელიც ამისთვის ერთი დღით თბილისში იმყოფებოდა.

“მინდა რუსეთის პატრიარქ კირილესგან მოკითხვა გადმოგცეთ, მან ასევე მთხოვა გადმომცა თქვენთვის რომ გელოდებათ რუსეთში, დიდი სიყვარულით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილეზე. იმედი გვაქვს რომ თქვენ და თქვენი დელეგაციის წევრებს ამ დღესასწაულზე გიხილავთ. ჩვენ მოვიწვიეთ სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები და უმრავლესობისგან დადებითი პასუხი მივიღეთ. 4 დეკემბერს მაცხოვრის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება”-განაცხადა ილარიონ ალფეევმა.

ილია მეორის განცხადებით, ის დაესწრება დღესასწაულს, თუკი მას ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები