LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ლატარიის კომპანიას „ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერი” ჩაანაცვლებს

86

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ლატარიის კომპანიას შპს „ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერი” ჩაანაცვლებს.

”საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერი ჩაატარა, რომლის შედეგადაც გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერი”.

აღნიშნული კომპანია იქნება ექსკლუზიური უფლების მფლობელი საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე და იგი საქართველოში ლატარიის ორგანიზებას უზრუნველყოფს 10 წლის განმავლობაში”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ლატარიის კომპანია საქმიანობას 1-ელი სექტემბრიდან შეწყვეტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები