LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მეტოქეები მსოფლიოზე: სერბეთი, გერმანია და… (ვიდეო)

47

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა შედგა ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში, რომელმაც საქართველოს ნაკრებს მეტოქეები გაარკვია.

საქართველოს ნაკრები G ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები სერბეთი, გერმანია და გუნდი X2 იქნება. ბოლო გუნდის (X2-ის) ვინაობა აგვისტოში, საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ გაირკვევა, სადაც მონაწილეობას ის აუტსაიდერები მიიღებენ, რომლებიც ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე ვერ მოხვდნენ.

შესარჩევი ეტაპის მატჩები 2017 წლის 20 ნოემბრიდან დაიწყება და 2019 წლის 26 თებერვალს დასრულდება. შეხვედრები შინ და სტუმრად გაიმართება.

შესარჩევ ეტაპზე ევროპიდან სულ 32 ნაკრები ითამაშებს. წილისყრის შედეგად ისინი 4-გუნდიან 8 ჯგუფში გადანაწილდნენ. მომდევნო ეტაპზე 24 გავა, მხოლოდ ბოლოადგილოსნები ვერ განაგრძობენ გზას.

შემდეგ შეიქმნება ექვსგუნდიანი 4 ჯგუფი, საიდანაც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს სამ-სამი
საუკეთესო გუნდი, სულ 12 მიიღებს. საბოლოოდ ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 გუნდი იასპარეზებს.

მსოფლისო 2019 წლის ჩემპიონატი კალათბურთში ჩინეთში 31 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ჩინეთი, როგორ მასპინძელი ქვეყანა ტურნირზე შესარჩევის გარეშე ითამაშებს. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულ 32 ნაკრები ითამაშებს: 12 ევროპიდან, 8 აზიიდან (მასპინძელი ჩინეთი), 7 ამერიკიდან და 5 აფრიკიდან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები