LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მიერ ირანისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი 15 თებერვლიდან გაუქმდება

34

ირანის მოქალაქეები საქართველოში 15 თებერვლიდან უვიზოდ ჩამოვლენ, ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩის მოადგილე მოჰსენ ქებრიაიმ განაცხადა.

“ზოგადად, ეკონომიკური ურთიერთობა ვითარდება მაშინ, როდესაც ხალხთაშორის არის თავისუფალი მიმოსვლა, როდესაც ინვესტორი თავისუფლად შემოდის და თავის სასურველ სფეროში აბანდებს კაპიტალს, იწყებს ეკონომიკურ საქმიანობას. უვიზო რეჟიმის გაუქმებამ ასახვა ჰპოვა საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვაზე. თუ 2012-13 წლებში სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო, დღეს 130 მილიონამდეც არაა. თუმცა, ამის გამოსწორება შეიძლება, იმიტომ რომ საქართველოს და ირანს აქვთ პოტენციალი სავაჭრო ბრუნვა გაზარდონ”, – განაცხადა მოჰსენ ქებრიაიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები