LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოლდოვის პრემიერი ეწვია

42

მოლდოვის პრემიერმინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა. პაველ ფილიპს თბილსის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დახვდა. ვიზიტის ფარგლებში ქვეყნების წარმომადგენლები ძირითადად ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ, თუმცა როგორც მოლდოვაში საქართველოს ელჩმა მერაბ ანთაძემ განმარტა, განსახილველ თემებს შორის იქნება ის კონფლიქტებიც, რომლებიც ამ ეტაპზე ორივე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. მისივე თქმით, დაგეგმილია შეხვედრები ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთანაც, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

პაველ ფილიპი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები