LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქე ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და გარდაიცვალა – ოსური მხარე

98

ოსური მხარის ცნობით, 35 წლის საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც “2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა და რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ახალ დივერსიებს ამზადებდა, 23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორების შედეგად გარდაიცვალა”.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშიროების სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ტატუნაშვილი ლენინგორში 22 თებერვალს [ახალგორი] დღისით დააკავეს სამართალდამცველებმა და დასაკითხად ცხინვალში ჩაიყვანეს, “რა დროსაც გამომძიებლებმა ტატუნაშვილს აჩვენეს მასალები, რომლებიც საბძროლო მოქმდებებში მის მონაწილეობას ადასტურებდა”.

“მის მიერ ჩადენილი დანაშაულის დასაბუთების გაცნობიერების შემდეგ, ეჭვმიტანილი საკუთარ თავში ჩაიკეტა და უარი განაცხადა თარჯიმნისა და ადვოკატის გარეშე კითხვებზე პასუხის გაცემაზე, თუმცა, მათი თანდასწრებითაც არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. ამის შემდეგ მიღებული იყო გადაწყვეტილება მისი დროებითი იზოლატორში მოთავსების შესახებ, თუმცა, მას ერთ-ერთი თანმხლები თანამშრომლის იარაღის ხელში ჩაგდების მცდელობა ჰქონდა.

აღნიშნული მცდელობა აღკვეთილი იყო და მის მიმართ ფიზიკური ძალა და სპეცსაშუალებები იყო გამოყენებული, რა დროსაც მან წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურზე დაეცა, რის შედეგადაც მიიღო ტრავმები და საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც ის გარდაიცვალა”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

აქვე ნათქვამია, რომ ოსურმა სპეცსამსახურებმა ტატუნაშვილსა და საქართველოს სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობის შესახებ იცოდნენ და შესაბამისად, მას თვალყურს ადევნებდნენ. დაკავება კი,  სამხრეთ ოსეთში მისი მორიგი ჩასვლის დროს მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები