LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქეები ორმაგი მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ

152

პარლამენტში იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებებზე მსჯელობენ, რომლის თანახმადაც კანონის ის ნორმა იცვლება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ორმაგ მოქალაქეობას უკრძალავდა. ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილება საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს და დეპუტატებს იმედი აქვთ, რომ ეს მაისის ბოლომდე მოხდება.

მოქმედი კანონით, თუ საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებდა, ის საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად კარგავდა. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კი მათ ეს შეზღუდვა არ ექნებათ. ხოლო ის პირები, რომლებმაც მოქალაქეობა ცვლილებების ძალაში შესვლამდე არაუმეტეს 1 წლით ადრე დაკარგეს, მის აღდგენას შეძლებენ.

ორმაგი მოქალაქეობის აკრძალვის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციიდან ამოღებულია და ამ ეტაპზე ცვლილებები ორგანულ კანონში შედის, რადგან დოკუმენტი კონსტიტუციასთან შესაბამისი გახდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები