LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ აპრილის ბოლოს შეძლებენ ევროპაში გამგზავრებას

29

საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიული პასპორტებით აპრილის ბოლოს შეძლებენ მიმოსვლას,  „იმედის“ ცნობით, ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა განაცხადა. მისი თქმით, დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური საკითხები.

”დარჩენილია ტექნიკური საკითხები. როგორც ჩანს, საქართველოზე გადაწყვეტილების ტექსტი შეთანხმებული იქნება 7 აპრილს, 15 აპრილს გადაწყვეტილება შეიძლება გამოქვეყნდეს ევროკავშირის ოფიციალურ გამოცემაში. აპრილის ბოლოს კი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიული პასპორტებით შეძლებენ უვიზო მიმოსვლას. რაც შეეხება კენჭისყრას, იანვარში ან თებერვალში გაიმართება. ამის შემდეგ მიღებული ტექსტი უნდა ითარგმნოს 24 ენაზე, რაც სავარაუდოდ 8 კვირას მოითხოვს,” – განაცხადა ანდრეს მამიკინსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები