LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქეების პროსტიტუციაში იძულებით ჩართვისთვის 18 პირი დააკავეს

87

საქართველოს სამი მოქალაქის პროსტიტუციაში იძულების წესით ჩართვის ბრალდებით თურქეთში, ადანას პროვინციაში, 18 პირი დააკავეს. თურქული მედიის  ინფორმაციით, ოპერაცია გასულ კვირას ჩატარდა და მასში 300 პოლიციელი მონაწილეობდა.

ბრალდებულებმა საქართველოს სამი მოქალაქე დაქორწინების ცრუ დაპირებით ჩაიყვანეს ადანას პროვინციაში. მათ პიტბულის ჯიშის ძაღლებით აშინებდნენ და შემდეგ იძულების წესით ჩართეს პროსტიტუციაში.

საქართველოს სამი მოქალაქე უკვე გათავისუფლებულია და ადანას პროვინციის საემიგრაციო სამმართველოში არიან გადაყვანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები