LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქემ ყალბი ასდოლარიანები სხვადასხვა პირზე გაასაღა

165

საქართველოს მოქალაქემ ბახდიარ ისმაილოვმა დიდი რაოდენობით ყალბი ფული დაამზადა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ისმალოვი დაკავებულია.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა პირზე გაასაღა ყალბი ასდოლარიანი კუპიურები. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, საერთო ჯამში, ამოღებულია ყალბი 10 000 ამერიკული დოლარი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“   ქვეპუნქტით,  რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით.