LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პროცედურა ზუსტდება

58

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პროცედურა ზუსტდება.

ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა, საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ გაიზარდა მოქალაქეობის მსურველთა რაოდენობა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ სასურველია, პროცესი უფრო გამჭვირვალე იყოს და საზოგადოების მეტი ჩართულობაც იქნას უზრუნველყოფილი. ასევე, მეტად დაიხვეწოს კრიტერიუმები.

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით,  ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი კონსულტაციებს იუსტიციის სამინისტროსთან და უსაფრთხოების სამსახურთან დღესვე დაიწყებს.

მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მიღებისთვის პრეზიდენტთან ოთხკაციანი კომისია მუშაობს, რომელშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები შედიან. პრეზიდენტის ინიციატივით, აღნიშნული კომისია უნდა გაფართოვდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები