LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქეს შავ ზღვაში ამ დრომდე ეძებენ

47

საქართველოს მოქალაქე, რომელიც შავ ზღვაში ჩაძირულ გემზე იმყოფებოდა, ჯერ-ჯერობით, მაშველებმა ვერ იპოვეს, ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ გემზე საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა.

„პანამის დროშის სატვირთო გემი Geroi Arsenala (8727604) შავ ზღვაში ჩაიძირა 2017 წლის 19 აპრილს გამთენიისას. მიმდინარეობს მასშტაბური სამაშველო ოპერაცია, სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ეკიპაჟის რამდენიმე წევრი არის უგზო-უკვლოდ დაკარგული. სამაშველო ოპერაციას აწარმოებს რუსეთის საგანგებო სიტაუციების სამინისტრო, ჩართულია 13 ერთეული მცურავი საშუალება. დადასტურებულია ნოვოროსისკის სამაშველო სამსახურის მიერ, რომ ეკიპაჟის ერთი წევრი, უკრაინის მოქალაქე არის გადარჩენილი, ხოლო ეკიპაჟის დანარჩენი წევრების ძებნა მიმდინარეობს. რუსეთის ზღვისა და საზღვაო ტრანსპორტის ფედერალური ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ეკიპაჟის წევრებს შორის არიან 9 რუსი, 2 უკრაინიელი და საქართველოს 1 მოქალაქე, რომელიც ბოცმანია.

გემი 2017 წლის 4 აპრილს იმყოფებოდა საქართველოში, კერძოდ, ფოთის ნავსადგურში და მისი ტექნიკური გამართულობა ეჭვს არ იწვევდა.
გემი თურქული კომპანიის Gunes Denizcilik Nakliyat ve Dis Ticaret Limited Sirketi (Gunes Shipping & Trading Company Limited) საკუთრებაა”, – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები