LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოსახლეობა 1%-ით შემცირდა

485

2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ (ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა) 3 718,2 ათასი კაცი შეადგინა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ეს მონაცემები, წინა წელთან შედარებით 0,1 პროცენტით ნაკლებია.

მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაზე გავლენა 2016 წლის ბუნებრივი მატების მაჩვენებელმა და გარე მიგრაციის უარყოფითმა სალდომ მოახდინა.

საქსტატის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 57,2 პროცენტი (2 128,6 ათასი კაცი) საქალაქო დასახლებაში, ხოლო 42,8 პროცენტი (1 589,6 ათასი კაცი) – სასოფლო დასახლებაში ცხოვრობს.

 

მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა:

წინა წელთან შედარებით მამაკაცების წილი მთელ მოსახლეობაში 0,1 %-ით გაიზარდა და 1 781,5 ათასი კაცი შეადგინა, ხოლო ქალების წილი 0,2 %-ით შემცირდა და 1 936,7 ათასი შეადგინა. საქართველოს მოსახლეობის 47,9 პროცენტი მამაკაცი, ხოლო 52,1 პროცენტიქალია.

რაც შეეხება ასაკს, საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 25-დან 39 წლამდე ასაკის ადამიანები ჭარბობს.

2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობის (0-14 ასაკობრივი ჯგუფი) წილმა მთელ მოსახლეობაში 19,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობის (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წილმა – 66,1 პროცენტი. 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 14,5 პროცენტია. 0-64 წლის მამაკაცების წილი მთლიან მოსახლეობაში ჭარბობს ქალებისას, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში ქალები ჭარბობენ მამაკაცებს, რაც გამოწვეულია მამაკაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით. 2016 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას შეადგენდა 72,7 წელს, მათ შორის მამამაკებისათვის 68,3 წელს, ხოლო ქალებისათვის – 77,2 წელს.