LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი ანგარიშსწორებას სმარტფონით ამჯობინებს

101

საქართველოს მოქალაქეები მხარს უჭერენ გლობალურ ციფრულ ტრენდებს, ხოლო ინოვაციებში ევროპულ პრიორიტეტებს ზოგიერთი მიმართულებით უსწრებენ კიდეც. ამას ადასტურებს Mastercard-ის Digitalization of Life-ის კვლევა, რომელმაც შეისწავლა, თუ რა დამოკიდებულებაა საქართველოშო digital-ტექნოლოგიებსა და სერვისებთან, რომელი ციფრული საბანკო გადაწყვეტილებებით სარგებლობენ და რომელ ინოვაციებზე არსებობს მოთხოვნა.

კვლევის მონაწილეთა 74%-მა მობილური ტელეფონი ანგარიშსწორების ყველაზე სასურველ მოწყობილობად დაასახელა. მანამდე ევროპაში ჩატარებულმა კვლევამ Mastercard Impact of Innovation გამოავლინა, რომ ევროპელთა შორის სმარტფონით ანგარიშსწორების ტრენდს რესპონდენტთა 60% ემხრობა. გადახდებისთვის იდენტიფიკაციის უპირატეს მეთოდად საქართველოს გამოკითხულ მოქალაქეთა 44% თითის ანაბეჭდების ამოცნობას მიიჩნევს, მაშინ, როცა ევროპელთა შორის ამ მეთოდს პრიორიტეტი მხოლოდ 38%-მა მიანიჭა.

კვლევამ ცხადყო, რომ გამოკითხვის მონაწილეთა 85% საბანკო სერვისების დიჯითალიზაციას ემხრობა, ხოლო რესპონდენტთა 76%-მა აღნიშნა, რომ ციფრული მომსახურების პოზიტიურ გამოცდილებას უკვე დღეს ფლობს.

საქართველოს მოქალაქეთათვის ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებაში მთავარი არგუნემენტი სისწრაფე და დროის ეკონომია აღმოჩნდა – ეს ხაზგასმით აღნიშნა გამოკითხულთა 69%-მა. მომდევნო ადგილებზეა გამოყენების სიმარტივე და ნებისმიერ მოწყობილობაზე ხელმისაწვდომობა. ფინანსურ ციფრულ სერვისებს შორის საქართველოში ყველაზე ხშირად გამოიყენება გადასახადების გადახდა, ფულადი გზავნილები, ასევე ონლაინ-შოპინგი.

„Mastercard-ის კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად გახსნილია საქართველო ინოვაციებისთვის. უკონტაქტო ბარათი ქვეყანაში უკვე იქცა სისწრაფისა და კომფორტის სიმბოლოდ, და დღეს ვხედავთ ახალი ტრენდის დაბადებას – სმარტფონით ანგარიშსწორებას. ჩვენ Mastercard-ში, პარტნიორ ბანკებთან ერთად, ბევრს ვაკეთებთ ცხოვრების „ციფრული“ სტილის განვითარებისთვის: კერძოდ, საქართველოში ტელეფონით ანგარიშსწორებისთვის პირველი NFC-საფულეების გამოჩენამ ბარათების მფლობელებს ციფრული გადახდების ახალი შესაძლებლობები შეუქმნა. დღეს ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ გადახდებისთვის ბიომეტრიული გადაწყვეტილებების დანერგვაზე, რაც ონლაინ-შოპინგისა და ტელეფონით, ან პლანშეტით ანგარიშსწორებისდროს შესაძლებელს გახდის უსაფრთხო გადახდებს თითის ანაბეჭდებისა ან სახის ამოცნობის მეშვეობით“, – აღნიშნა Mastercard-ის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში იგორ სტეპანოვმა.

გამოკითხულთა 48% ანგარიშსწორებისთვის უკონტაქტო ბარათს იყენებს. უნაღდო ანგარიშსწორების ყველაზე პოპულარული ადგილი სურსათით საცალო ვაჭრობის ობიექტები აღმოჩნდა. საქართველოს მოქალაქეები ასევე ისურვებდნენ საგადახდო ბარათების უფრო მეტად გამოყენებას ტაქსებში, ონლაინ-შოპინგსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. საკვანძო უპირატესობებს შორის, რომელთა მიღებასაც საქართველოში ბანკებისგან ბარათების მფლობელები ისურვებდნენ, არის: სპეციალური შეთავაზებები (54%), სხვა ბანკების ბანკომატებით სარგებლობა (48%), ასევე ფასდაკლებული საბანკო პროდუქტები (48%).

ქვეყანაში ინოვაციების განვითარების პერსპექტივების ზოგადი შეფასებისას – დარგებს შორის, რომლებიც, გამოკითხვის მონაწილეთა აზრით, სხვებზე მეტად საჭიროებენ ინოვაციებს, აღმოჩნდა: ჯანდაცვა, განათლება და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კვლევის შესახებ

Mastercard-ის დაკვეთით, კვლევა Digitalization of Life 2017 წლის შემოდგომაზე აწარმოა კომპანიამ IPM Research. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საბანკო მომსახურების მომხმარებელმა და საბანკო ბარათების მფლობელმა -20-75 წლის ასაკის 1000-მა მამაკაცმა და ქალბატონმა თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, რუსთავიდან, ზუგდიდიდან, ფოთიდან და გორიდან. გამოკითხვის მეთოდოლოგია: CATI – სატელეფონო გამოკითხვის კომპიუტერული სისტემა.

Mastercard-ის შესახებ

Masterсard (NYSE: MA), www.mastercard.com, ეს არის საერთაშორისო კომპანია, სპეციალიზებული საგადახდო გადაწყვეტილებებსა და ტექნოლოგიებზე. კომპანია მართავს მსოფლიოში უსწრაფეს საგადახდო ქსელს, რომელიც აერთიანებს 210-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის მომხმარებლებს, საფინანსო დაწესებულებებს, სავაჭრო საწარმოებს, სახელმწიფო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. Masterсard-ის პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების წყალობით, ისეთი ყოველდღიური კომერციული საქმიანობა, როგორიცაა შენაძენები, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა, ყველასთვის უფრო მარტივი, უსაფრთხო და ეფექტური ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები