LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მთავრობა ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილების განცხადებას გამოეხმაურა

235

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილების მიმართვას გამოეხმაურა.

 

მთავრობის ადმინისტრაცია იზიარებს ედუარდ შევარდნაძის ოჯახის მიმართვის შინაარსს და ადასტურებს მის უდიდეს როლს გერმანიის გაერთიანების ისტორიულ მოვლენაში“, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

გვსურს, განვმარტოთ, რომ 9 ნოემბერს ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმასთან დაკავშირებული გამოფენა ორგანიზებული იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის მიერ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო და ელჩი მის მომზადებაში ჩართული არ ყოფილა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰაიკე ფაიჩი საღამოზე მოწვეული სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. აქვე განვმარტავთ, რომ ევროპის მოედანზე მუდმივად რჩება მხოლოდ ბერლინის კედლის ფრაგმენტი, ხოლო გამოფენა მხოლოდ 9 ნოემბრის საღამოსთვის იყო ორგანიზებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის  ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოში გერმანიის ელჩს ჰაიკე ფაიჩს მიმართეს და უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ თბილისში ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის გამოფენაზე შევარდნაძის ფოტო ვერ მოხვდა.