LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მთავრობა პროვოკაციას არ წამოეგება- ჯანელიძე არცევში ხნულების გავლებას ეხმიანება

35

საქართველოს მთავრობა პროვოკაციას არ წამოეგება, ასე პასუხობს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე არცევში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლების საკითხს.

ჯანელიძის განცხადებით, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს მშვიდობიან პოლიტიკას პრობლემის მოსაგვარებლად.

„საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია მშვიდობა და ადამიანის უფლებების დაცვა. ჩემთვის ცნობილია, საოკუპაციო ხაზის მიღმა ის პრობლემები, რაც მოსახლეობას გადაადგილებასთან დაკავშირებით ექმნება. მთავრობა ამ საკითხს ყველა საერთაშორისო ფორმატში განიხილავს და მათ შორის, ჟენევის მოლაპარაკებებზეც,“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები