LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს ისრაელში ან ფინეთში გამართავს

31

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტი 2017-ის ჯგუფურ ეტაპს ისრაელში ან ფინეთში ჩაატარებს.

2015 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდები ოთხ სხვადასხვა ჯგუფში ნაწილდება. ოთხივეს სხვადასხვა მასპინძელი ჰყავს. ევრობასკეტი 2017 გაიმართება თურქეთში, ისრაელში, ფინეთსა და რუმინეთში. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, მერვედფინალის სათამაშოდ გუნდები სტამბოლში გადაინაცვლებენ. 2015 წლიდან მოყოლებული, ყოველი ჯგუფის მასპინძელს თითო პარტნიორის არჩევის უფლება აქვს.

როგორც sportall.ge წერს, ევრობასკეტი 2017-ზე ფინეთმა აირჩია ისლანდია, შემდეგ – ისრაელმა ლიტვა, რუმინეთმა – მეზობელი უნგრეთი, ახლა კი თურქეთმა გამოაცხადა, რომ რუსეთს ირჩევს.

მას შემდეგ, რაც რუსეთ-თურქეთის პარტნიორობა გაცხადდა, საქართველოს ნაკრებს ორი ვარიანტი დარჩა – ისრაელი ან ფინეთი.

„რომელ ჯგუფში განთავსდება საქართველო ევრობასკეტი 2017-ის წილისყრის დროს გაირკვევა, რომელიც 22 ნოემბერს სტამბოლში გაიმართება. წილისყრა ჩვენი დროით 16:00 საათზე დაიწყება“, – წერს sportall.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები