LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ნაკრები – მზადების მეოთხე დღე (ვიდეო)

100

საქართველოს ეროვნული ნაკრები აგრძელებს მზადებას უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩისათვის,რომლის ფარგლებშიც ჩვენი გუნდი ანდორას ხვალ,”დინამო არენაზე” უმასპინძლებს.
სფფ-ის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით,ეროვნულ გუნდში გამოძახებული 24 ფეხბურთელი სრული დატვირთვით ემზადება და ყველა მათგანი ჯანმრთელადაა.

დღეს,მატჩამდე ერთი დღით ადრე, “დინამო არენაზე” საქართველოსა და ანდორის ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების: ვლადიმირ ვაისის და კოლდო ალვარესის პრესკონფერენციები ჩატარდება.

ანდორა ”დინამო არენაზე” დღეს 19:00 საათიდან ივარჯიშებს, საქართველოს ნაკრები კი ვარჯიშს 20:15 საათიდან თბილისის ზღვის ბაზაზე გამართავს.

დღის განრიგი

17:00 – ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია – დინამო არენა
18:15 – კოლდო ალვარესის პრესკონფერენცია – დინამო არენა

19:00 – ანდორას ნაკრების ვარჯიში – დინამო არენა (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)
20:15 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში – ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზა (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები