LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო (ვიდეო)

71

საქართველოს ნაკრებმა წლის ბოლო ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდი სასტუმრო „ჰუალინგში“ არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. პირველი ვარჯიში თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა. სავარჯიშო პროცესში 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მათ შორის: გიორგი მაკარიძე, როინ კვასხვაძე, ლევან გეგეჭკორი, გია გრიგალავა, ლაშა შერგელაშვილი,ჯაბა კანკავა, ჯაბა ჯიღაური, გიორგი მერებაშვილი, გიორგი აბურჯანია, გიორგი ქვილითაია, ნიკა კაჭარავა და ირაკლი სიხარულიძე. ეროვნული ნაკრებს კიდევ 11 ლეგიონერი შეუერთდება.

გაგაცნობთ ეროვნული ნაკრების შემადგენლობას, რომელიც კვიპროსისა და ბელარუსის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი)

საქართველო-კვიპროსის მატჩი გორის სტადიონზე 10 ნოემბერს 17:00 საათზე დაიწყება. საქართველო-ბელარუსის შეხვედრა ქუთაისის, სტადიონზე 18:00 საათზე შედგება. მატჩებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია tkt.ge-ზე მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები