LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ნატო-ში შესვლამ შესაძლოა, საშინელი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს – დიმიტრი მედვედევი

194

რუსეთის პრემიერმინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ში საქართველოს შესვლას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

„საქართველოს ნატო-ში შესვლამ შესაძლოა, საშინელი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს. გაუგებარია, ვის რაში სჭირდება ეს?“ – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

მედვედევმა, ასევე, აღნიშნა, რომ 2008 წელს საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ 12 ივლისს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა ალიანსის მზაობა, თავის რიგებში საქართველო მიიღოს, თუმცა კონკრეტული თარიღი დასახელებული არ იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები