LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ორ მოქალაქეს ოჯახი ვერ უკავშირდება – საბერძნეთში საქართველოს ელჩი

83

საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იოსებ ნანობაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ორ მოქალაქეს ოჯახი ვერ უკავშირდება და მათ საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ინტენსიურად ეძებენ. მისივე თქმით, ტყის ხანძრის შედეგად დილის მონაცემებით, საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის ჰოსპიტალიზებულთა სიაში.

“ცხელ ხაზზე 5 შეტყობინებაა შესული, სამ მოქალაქეს გაეწია დახმარება. ორი პირია, რომელსაც ოჯახი ვერ უკავშირდება და ჩვენ ინტენსიურად ვეძებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ხანძარი შედარებით ლოკალიზებულია და სიტუაციის გაუმჯობესების იმედია,” – განაცხადა იოსებ ნანობაშვილმა.

საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა, 69 პირი კი, ჰოსპიტალიზირებულია. ტყის ხანძარი საბერძნეთში 23 ივლისს გაჩნდა, რის შედეგადაც ათეულობით სახლი დაიწვა. ესპანეთი საბერძნეთში ტყის ხანძრების ჩასაქრობად ორ თვითმფრინავს აგზავნის.

„საშინელი ამბები მოდის საბერძნეთიდან. ესპანეთმა უკვე აამოქმედა სამოქალაქო თავდაცვის ევროპული მექანიზმები. სოლიდარობას ვუცხადებ ბერძენ ხალხს“, – განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა.

პოპულალურები