LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პარლამენტის 51 წევრს აქვს ბიზნესთან კავშირი – TI-ის ანგარიში

63

„საქართველოს პარლამენტის 51 წევრს აქვს ბიზნესთან კავშირი და შესაბამისად, ფლობს წილს სამეწარმეო სუბიექტებში,“ – ამის შესახებ ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, პარლამენტის არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები აქვს პარლამენტის 16 წევრს, აქედან 14 დეპუტატი არის უმრავლესობიდან: ლევან ბეჟანიძე, ბიძინა გეგიძე, ლევან კობიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, გია ჟორჟოლიანი, შოთა ხაბარელი, დიმიტრი ხუნდაძე, ედიშერ თოლორაია, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე, ხოლო 2 დეპუტატი „საქართველოს პატრიოტებიდან” – ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია.

ყველაზე მეტ კომპანიაში ბიზნეს აქტივებს ფლობენ: ივლიანე წულაია („ქართული ოცნება”) – 31 კომპანია, ნინო წილოსანი („ქართული ოცნება”) – 13 კომპანია, კახაბერ ოქრიაშვილი („ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის”) – 13 კომპანია.

რაც შეეხება კანონდარღვევას, აღსანიშნავია, რომ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს, უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად და უშუალოდ იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, განახორციელოს სამეწარმეო სუბიექტის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი. მიუხედავად ამისა, პარლამენტის 9 წევრი რეგისტრირებულია დირექტორად. კერძოდ: ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“), დიმიტრი სამხარაძე („ქართული ოცნება“), იოსებ მაკრახიძე („ქართული ოცნება“), მამუკა მდინარაძე („ქართული ოცნება“), მარიამ ჯაში („ქართული ოცნება“), დავით ჭიჭინაძე („ქართული ოცნება“), დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“), მამუკა ჩიქოვანი („ევროპული საქართველორეგიონები“), გიორგი ლომია (საქართველოს პატრიოტები),“ – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები