LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირებმა რუსული ოკუპაცია საოკუპაციო ხაზთან გააპროტესტეს

81

რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მხარდასაჭერად ქვეყანაში პოლონეთის, ლიეტუვასა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე უკრაინის ვიცე-პრემიერი იმყოფებიან.

საპატიო სტუმრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად დღეს დილიდან კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში ჩავიდნენ. ისინი სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ, სადაც საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება საკუთარი თვალით ნახეს და მდგომარეობას გაეცნენ. ოძისიდან ბინოკლით დაათვალიერეს ბინოკლებით ახმაჯის რუსული სამხედრო ბაზა.

ჩამოსული სტუმრები ამბობენ, რომ მათი ქვეყნის ლიდერები 10 წლის წინ ომის დროს იმყოფებოდნენ საქართველოში და იდგნენ ქართველი ხალხის გვერდით. ისინი ომთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას რუსეთსა აკისრებენ.

„პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ არ ვაღიარებთ არც ერთ ქმედებას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მთავრობის მიერ არ არის დაკანონებული. არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ძალის გამოყენებით შეცვალოს მეორე ქვეყნის საზღვრები და ყველა მსგავსი ქმედება განიხილება როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა. აუცილებელია კიდევ უფრო გავაღრმავოთ საერთაშორისო დისკუსია ტერიტორიული კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის, რადგან კონფლიქტების პრევენცია საერთაშორისო საზოგადოების ვალდებულებაა,“-განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა.

საოკუპაციო ზოლში არსებულ ვითარებას სტუმრებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენლები აცნობენ.