LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს პატრიოტების“ ფრაქციაში გადასვლაზე საუბარი არასწორია – გედევან ფოფხაძე

76

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე „საქართველოს პატრიოტების“ შეთავაზების მიღებას მათ ფრაქციაში გადასვლის თაობაზე, არ აპირებს. როგორც ფოფხაძემ განაცხადა, მის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებში“ გადასვლის საკითხზე საუბარი არასწორი და არასერიოზულია.

„საქართველოს პატრიოტების“ ფრაქციაში ყოფნა რომ მდომოდა, მაინც და მაინც ფრაქცია უნდა დაშლოდათ, რომ მათთან მივსულიყავი?! ამას თავად ჩავთვლიდი საჭიროდ და მივიდოდი. ამაზე საუბარი არასწორია,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნატო ჩხეიძე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ ტოვებს, რის გამოც ამ ფრაქციას დაშლა ემუქრება.

„არ არის გამორიცხული, ჩვენს ფრაქციაში გადმოსვლა გედევან ფოფხაძეს შევთავაზოთ – თუ მას ბრძოლა უნდა, არ ინანებს,“ – განაცხადა ადა მარშანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები