LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს

109

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად სოზარ სუბარი დაინიშნა. განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კი მიხეილ ჩხენკელი იქნება. შესაბამისი ბრძანებები მთავრობის მეთაურმა დღეს გამოსცა.

მთავრობის რესტრუქტურიზაციამდე სოზარ სუბარი დევნილთა და განსახლების მინისტრი იყო, მიხეილ ჩხენკელი კი სპორტისა და განათლების მინისტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები