LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი სანკტ-პეტერბურგში აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

64

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სანკტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქალაქ სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს,” – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის მეტროში დღეს მომხდარი აფეთქების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს,” -აღნიშნავს გიორგი კვირიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები