LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრეზიდენტი, კემეროვოში, ხანძრის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

85

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, რუსეთის ქალაქ კემეროვოში მომხდარი ხანძრის დროს დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. შესაბამისი განცხადება მარგველაშვილმა „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში გამოაქვეყნა.

„შოკირებული ვარ კემეროვოში მომხდარი საშინელი ტრაგედიით, რომელსაც ბევრი ადამიანის, მათ შორის ბავშვების გარდაცვალება მოჰყვა. მთელი გულით თანავუგრძნობ მსხვერპლთა ოჯახებს“, – წერს მარგველაშვილი.

25 მარტს რუსეთში, კემეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მათ შორის უმეტესობა ბაშვები და მოზარდები არიან.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების ფარგლებში ხუთი პირია დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები