LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის შეთავაზებას ელოდება

105

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო საკითხების საერთო–სახალხო განხილვების პროცესში, აქტიურად ჩაერთვება.

მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტისგან შემოთავაზებას ელოდება.

„რა ტიპის იქნება ეს შემოთავაზება, როგორ წარმოუდგენია თავად პარლამენტს  საერთო-სახალხო განხილვის პროცესი, რა შემადგენლობით წარმოუდგენია კომისიის მუშაობა და როგორი იქნება სამუშაო წესი ამას უკვე  შემოთავაზებული ფორმატი განსაზღვრავს; ასე რომ, ამ შემთხვევაში, პარლამენტის გადასაწყვეტია, როგორი იქნება საერთო-სახალხო განხილვების კომისია, შემადგენლობა და მუშაობის წესი და ამის შემდგომ იქნება ჩვენი პოზიცია უკვე გაცხადებული ამ საკითხებთან დაკავშირებით“,  – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისი განცხადებით,  მმართველ კოალიციისაც აქვს გამოთქმული მოსაზრება ამის თაობაზე, რომ კარგია,  რომ შემდგომ ეტაპზე მაინც აპირებს პრეზიდენტი განხილვებში ჩართვას.

მთელი ის პროცესი, რასაც პრეზიდენტი აწარმოებდა „კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიის ფარგლებში, ემსახურებოდა სწორედ იმას, რომ საზოგადოება უფრო მეტად  ყოფილიყო მომზადებული საერთო-სახალხო განხილვებისათვის და ეს პროცესი არ ყოფილიყო ფორმალობა, როგორიც არაერთხელ გვინახვას, როცა კონსტიტუციის გადასინჯვების პროცესთან გვქონდა საქმე.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესის დასაწყისშივე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ არ ერთვებოდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, თუმცა განხილვის პროცესში ისინი აქტიურობას აპირებენ.