LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან აშშ–ს სპეციალისტმა 200 ათასი დოლარი მიიღო

22

ამერიკელმა სპეციალისტმა გრეგორი მანიატისმა, საჯარო გამოსვლების ტექსტების მომზადებისა და კორესპოდენციის მართვისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისგან, 200 000 დოლარი მიიღო – ეს აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც მანიატისმა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნა.

დოკუმენტის თანახმად, მანიატისმა 2012 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან 200 000 დოლარი მიიღო.

მანიატისმა დოკუმენტს ხელი 2016 წელის 15 თებერვალს მოაწერა.

“ვაშინგტონ პოსტის” ინფორმაციით, მანიატისი და მისი კოლეგა მოლი მაქქიუ, სააკაშვილს კონსულტაციებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებშიც უწევდნენ.

გრეგორი მანიატისი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს 11 თვის განმავლობაში ჰყავდა დაქირავებული.

გრეგორი მანიატისი მიგრაციული პოლიტიკის ინსტიტუტის ევროპულ პროგრამებს უწევს ზედამხედველობას. ის ასევე მიგრაციის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის მრჩეველია.

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები