LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი EBRD-ის რეგიონულ წარმომადგენელს შეხვდა

109

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე EBRD-ის რეგიონულ წარმომადგენელს ბრუნო ბალვანერას შეხვდა.

 როგორც “ფორტუნას” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი ძირითადად, იმ ინვესტიციებს შეეხო, რომელსაც  EBRD საქართველოში ახორციელებს.
„განსაკუთრებით ღირებული და მნიშვნელოვანია 2016 წელი, რადგან EBRD-ი სხვადასხვა მიმართულებებით 400 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.  საუბარია კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე,  საასტუმრო ბიზნესზე და განახლებადი ენერგიის მიმართულებაზე. სოფლის მეურნეობის მიმართულების დაფინანსება საბანკო სექტორის გავლით მოხდება. ამ სფეროში სათბურების განვითარების ხელშეწყობა იგეგმება, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისი პრაქტიკა პრინციპში მხოლოდ რამდენიმე რეგიონში არსებობს.
ასევე, ტარდება ტრეინინგები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს და დაახლოებით, 21 სექტემბრიდან  ჩაეშვება ეს პროექტი“, – განაცხადა მაია მელიქიძემ შეხვედრისდასრულების შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, იმ მიმართულებებს შორის, რომელსაც  EBRD-ი აფინანსებს, აღსანიშნავია კაპიტალის განვითარების მიმართულების ხელშეწყობა.
„მნიშვნელოვანია, რომ EBRD-ი პირდაპირ აფინანსებს რამდენიმე კომპანიას. ამის შესახებ ძალიან ხშირად ისმებოდა კითხვები- ხდება თუ არა EBRD-ის მხრიდან პირდაპირი დაფინანსება. რატომ არა ბანკი  და ვთქვათ, რატომ უნდა ავირჩიოთ EBRD-ი? იმიტომ რომ EBRD-ის სესხის ვადა შედარებით უფრო დიდია. ამასთანავე, საუბარია იმაზე, რომ თუ რომელიმე კომპანიას აქვს სურვილი რაღაც მიმართულებით განავითაროს თავისი საქმიანობა 15 % აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო დანარჩენს კი, აფინანსებსEBRD-ი“, -აღნიშნა მაია მელიქიძემ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები