LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პროკურატურა ჩემი და ჩემი ოჯახის დისკრედიტაციას ახდენს – ანგელა ვასილენკო

117

„საქართველოს პროკურატურა ჩემი და ჩემი ოჯახის დისკრედიტაციას ახდენს“, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის მეუღლის ანგელა ვასილენკო აცხადებს.

ანგელა ვასილენკოს თქმით, აშკარა ფაქტია, რომ დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურა პაატა ბურჭულაძის და „იავნანას“ დისკრედიტაციის ხელშეწყობით არის დაკავებული. როგორც ვასილენკო ამბობს, ის ყველა უცხოელ მეგობარს და გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციას შეატყობინებს, თუ როგორ დევნიან საქართველოში მსოფლიო მნიშვნელობის მომღერალს, მის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდს და მის ოჯახს.

„მინდა ყველამ იცოდეს, რომ მე და ჩემი ოჯახი მთელი ცხოვრება ვიამაყებთ ფონდ „იავნანას“ საქმიანობით. 14 წლის მანძილზე დავეხმარეთ ათასობით სოციალურად დაუცველ ბავშვს თუ ოჯახს, ნიჭიერ სტუდენეტებს, საქართველოში მოვიწვიეთ მსოფლიოს უდიდესი არტისტები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო საუკეთესო შთაბეჭდილება შექმნოდათ მათ საქართველოზე და კვლავ დაბრუნების სურვილი გასჩენოდათ. მონსერატ კაბალიე, დიმიტრი ხვოროსტოვსკი, მაია პლისეცკაია, ფერუჩო ფურლანეტო, დოლორა ზაჯიკი და მრავალი სხვა, რომელთა ვიზიტით ქვეყანაში წესით ყველა უნდა ამაყობდეს. ვეძებდით სპონსორებს საზღვარგარეთ, ჩვენი ოჯახის შეძლებულ მეგობრებს ვუამბობდით კონკრეტული ოჯახების სატკივარს და ვთხოვდით დახმარებოდნენ მათ.

ქართველ ხალხთან ერთად 6 მილიონის ქველმოქმედება შევძელით, სრულიად უანგაროდ ჩამოვიყვანეთ არტისტები, რომელთა ჰონორარები რიგ შემთხვევაში მილიონს სცდება. და სხვათაშორის, ჩვენს მგზავრობაში არასოდეს დახარჯულა მოქალაქეების მიერ შემოწირული ან სახელმწიფო თანხა, ეს სახსრებიც ჩვენს მიერ იყო მოძიებული ყოველი კონკრეტული პროექტის ფარგლებში“, – აცხადებს ანგელა ვასილენკო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები