LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის პოტენციალი აქვს

66

“ამერიკული ინვესტიცია ანაკლიის პორტის მშენებლობაში ადასტურებს ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დიდ პოტენციალს,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა.

“მივესალმებით თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმებას ანაკლიის პორტის კონსორციუმსა და ამერიკულ, მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ პორტ-ოპერატორ კომპანია SSA Marine-ს შორის, რომლის მიხედვითაც, ეს კომპანია ოპერირებას გაუწევს საკონტეინერო ტერმინალს და ასევე განახორციელებს ინვესტიციას პროექტში, რომელიც გახლავთ დღევანდელობის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკული ბიზნესის მზარდ ინტერესს და ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დიდ პოტენციალს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს-გარემო კორუფციისა და ბიუროკრატიის ძალიან დაბალი მაჩვენებლით და დაბალი გადასახადებით, რაც ამერიკული ბიზნესისთვის სარგებლის პოვნის საუკეთესო შესაძლებლობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები