LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს რკინიგზა“ აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად კომპანიას დააფუძნებს

76

„საქართველოს რკინიგზა“ აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად კომპანიას დააფუძნებს, რომელიც “ბაქო-თბილისი-ყარსის” რკინიგზის, საქართველოს მონაკვეთზე, ოპერატორი იქნება. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული მედია, სარეიტინგო სააგენტო Standard and Poor’s-ზე დაყრდნობით იუწყება.

Standard and Poor’s ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედებით, უახლოეს პერიოდში, „საქართველოს რკინიგზაზე“  მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას  არ ელის. სააგენტოში მიაჩნიათ, რომ უახლოეს პერიოდში  რკინიგზაზე  ტვირთების მოცულობა დაბალი იქნება და ამიტომ მას „საქართველოს რკინიგზის“ საქმიანობაზე შეზღუდული ეფექტი ექნება.

ამასთან, სააგენტომ საქართველოს სარკინიგზო ოპერატორს რეიტინგი В+/В დონეზე დაუდასტურა, თუმცა რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურიდან“ „ნეგატიურამდე“ შეუმცირა.

შეგახსენებთ, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო. აღნიშნული რკინიგზა სამი ქვეყნის – აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე შენდება. მომავალში “ბაქო-თბილისი-ყარსის” რკინიგზით 17 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვაა ნავარაუდევი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები