LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზა დამატებით მატარებელს ნიშნავს

57

საქართველოს რკინიგზა დამატებით მატარებელს დანიშნავს. როგორც „ფორტუნას“ რკინიგზიდან აცნობეს, დამატებითი ელექტრომატარებელი ინიშნება 8 იანვარს სენაკის მიმართულებით.

„შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 8 იანვარს, ინიშნება დამატებითი ჩქარი ელექტრომატარებელი № 878/877 თბილისი-სენაკი. თბილისიდან მატარებელი გადის დილის 8 სთ და 50 წთ-ზე და სენაკში ჩადის 13 სთ და 02 წთ-ზე. იმავე დღეს, სენაკიდან ელექტრომატარებელი 17 სთ და 55 წთ-ზე გამოვა და თბილისში დაბრუნდება 22 სთ და 05 წთ-ზე“, – ნათქვამია რკინიზგის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები