LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზა კალათბურთის ფედერაციას ნახევარ მილიონ ლარს აძლევს

52

საქართველოს რკინიგზა კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ნახევარ მილიონ ლარს გამოუყოფს. მხარეებს შორის შესაბამისი მემორანდუმი დღეს გაფორმდა. როგორც ”ფორტუნას” საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, მამუკა ბახტაძემ განუცხადა, რკინიგზა კვლავ განაგრძობს ქართული სპორტის გვერდში დგომას.

”კალათბურთის ფედერაციასთან შარშანაც გვაკავშირებდა სასპონსორო პაკეტი. გრძელდება ეს თანამშრომლობა და წელს ნახევარი მილიონი ლარით დავაფინანსებთ ფედერაციას. თავადაც მოგეხსენებათ, როგორ გაგვახარეს ჩვენმა კალათბურთელებმა და შემოდგომაზე, ჩვენ ყველანი ერთად ვუგულშემატკივრებთ მათ ევროპის ჩემპიონატზე”, – აღნიშნა ბახტაძემ.

მისივე ცნობით, მხარდაჭერა ვრცელდება 3 ასაკობრივ -16, 18 და 20 წლამდელთა ნაკრებებზე.

ცნობისთვის, კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და საქართველოს რკინიგზას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელი ფედერაციის მხრიდან პრეზიდენმა მიხეილ გაბრიჩიძემ, ხოლო საქართველოს რკინიგზიდან გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ მოაწერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები