LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”საქართველოს რკინიგზა” მატარებლებს ამატებს

49

მგზავრთა ნაკადის მატებასთან დაკავშირებით, სს „საქართველოს რკინიგზა“ 6 ივლისიდან (#854/853) თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ახალ შემადგენლობას ამატებს.

როგორც ”ფორტუნას” ”საქართველოს რკინიგზიდან” აცნობეს, ოთხვაგონიანი ელექტრომატარებელი რეისებს ყოველდღიურად შეასრულებს.

„საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს თითო მიმართულებაზე დამატებით 300 ადგილს შესთავაზებს.

”მატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან გავა 07:20 საათზე და ბათუმში 12:50 საათზე ჩავა. ბათუმიდან კი 16:35 საათზე გამოვა და თბილისში 22:00 საათზე ჩამოვა. მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შესაქმნელად განრიგი მორგებულია საქალაქო ტრანსპორტზე”, – განაცხადეს ”საქართველოს რკინიგზაში”.

მათივე ინფორმაციით, ზღვისპირეთში ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით და მგზავრთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, „საქართველოს რკინიგზამ“ 25 ივნისიდან ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის მიმართულებაზე დამატებითი საგარეუბნო ოთხვაგონიანი ელექტრომატარებელი დანიშნა (#898/897). მატარებელი ქუთაისიდან გადის 08:25 საათზე, ბათუმში ჩადის 11:05 საათზე. ბათუმიდან გამოდის 18:45 საათზე და ქუთაისში ბრუნდება 21:30 საათზე. მგზავრობის ღირებულება 4 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები