LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზა ორ ჰექტარ ტყის საფარს აღადგენს

82

”საქართველოს რკინიგზა” ხანძრის შედეგად განადგურებულ ორ ჰექტარ ტყის საფარს აღადგენს. კომპანიის თანამშრომლები მესამე დღეა აქტიურად მონაწილეობენ ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

”საქართველოს რკინიგზამ” მიიღო გადაწყვეტილება, ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის საფარის აღსადგენად თავის სანერგე მეურნეობაში არსებული რესურსები მოახმაროს 2 ჰექტარი ფართობის ტყის აღდგენას. ასევე, რკინიზამ დაიწყო მუშაობა შესაბამისი ჯგუფების ფორმირებისთვის, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ტყის აღდგენით სამუშაოებში”, – აცხადებენ კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები