LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზამ საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით დამატებითი მატარებლები დანიშნა

72

საზაფხულო სეზონის დაწყებასა და მგზავრთნაკადის გაზრდის გამო,  საქართველოს რკინიგზამ თბილისსა და ქუთაისიდან, ბათუმის მიმართულებით  დამატებითი მატარებლები დანიშნა.

როგორც ”ფორტუნას” საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს, 1 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №808 თბილისიდან 10 სთ 30 წთ-ზე გავა და ბათუმში 15 სთ 30 წთ-ზე იქნება. ელექტრომატარებელი №807 ბათუმი – თბილისი, ბათუმიდან 17 სთ 10 წთ-ზე გამოვა,  ხოლო თბილისში 22 სთ 03 წთ-ზე იქნება.

2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №806 თბილისიდან 6 სთ 30 წთ-ზე გავა და ბათუმში 11 სთ 30 წთ-ზე ჩავა. მატარებელი №805  ბათუმი – თბილისი, ბათუმიდან 14 სთ 20 წთ-ზე გამოვა,  ხოლო თბილისში 19 სთ 22 წთ-ზე იქნება.

1 ივლისიდან რეისები დაემატება ქუთაისი-ბათუმის მიმართულებასაც. ჩქარი ელექტრომატარებელი №898 ქუთაისი – ბათუმი 8 სთ 05 წთ-ზე გავა და ბათუმში 11 სთ 01 წთ-ზე ჩავა.  ხოლო მატარებელი №897  ბათუმი – ქუთაისი, ბათუმიდან 21 სთ 00 წთ-ზე გამოვა და    ქუთაისში 23 სთ 55  წთ-ზე იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები