LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზის ახალი შესაძლებლობები

46

ყაზახეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციების ხელმძღვანელები – კანატ ალპისბაევი, ვოიცეხ ბალჩუნი, ჯავიდ გურბანოვი და მამუკა ბახტაძე უკრაინის პრემიერ მინისტრს  – ვლადიმერ გროისმანს შეხვდნენ.

შეხვედრისას  ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების ზრდისა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი ს(TMTM) ეფექტური გამოყენების საკითხები განიხილეს.

უკრაინის პრემიერ მინისტრმა  და რკინიგზების ხელმძღვანელებმა  TMTM-ს, როგორც ევრაზიის პერსპექტიული სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობასა და მისი პოტენციალის გამოყენების საჭიროებას ხაზი გაუსვეს. ასევე შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებული მიმართულებით ტვირთის მოზიდვის საქმიანობის აქტივიზაციაა საჭირო.

მხარეები ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, რათაTMTM-ს პროექტის ფარგლებში, გაიზარდოს მარშრუტის გეოგრაფია.

მათი განცხადებით, სატრანსპორტო მომსახურების მომხმარებელთათვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნა, დერეფანში კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელს შეუწყობს. კერძოდ, გადამზიდავებისათვის კომპლექსური მომსახურების მიწოდება -სატვირთო გადაზიდვებისას სავალდებულო პროცედურების ოპტიმიზება, უნიფიცირება და ,,ერთი ფანჯრის,, პრინციპის რეჟიმში მომსახურება.

გარდა ამისა, შეხვედრაზე TMTM-ს ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში ,,დასავლეთი – სამხრეთი,, და ,,ჩრდილოეთი – სამხრეთი“ სატვირთო გადაზიდვების ნაკადის ზრდის საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა შესაბამის პროტოკოლს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები