LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რომელ რეგიონს სტუმრობენ ყველაზე ხშირად უცხოელები – კვლევის შედეგები

116

როგორია უცხოელების მიერ განხორციელებული ვიზიტები რეგიონების მიხედვით? – საკონსულტაციო ცენტრი Policy and Management Consulting Group – PMCG კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე საერთაშორისო ვიზიტორების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა მონაცემები უცხოური ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალოთვიური რაოდენობების შესახებ, რეგიონების მიხედვით.

2018 წლის I კვარტალში, უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ლიდერობს თბილისი, აჭარა და მცხეთა-მთიანეთი. 2017 წლის I კვარტალთან შედარებით, 2018 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა ყველა რეგიონში გაიზარდა, ქვემო ქართლის გარდა, სადაც განხორციელებული საშუალოთვიური ვიზიტები 12%-ით შემცირდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ I კვარტალში ქვემო ქართლში განხორციელებული ვიზიტების წილი საქართველოში განხორციელებული ვიზიტების საერთო რაოდენობაში, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მაღალ მაჩვენებლზე რჩება. აღნიშნულს გარკვეულწილად განაპირობებს რეგიონის საზღვრები სომხეთთან და აზერბაიჯანთან და ამ ქვეყნებიდან ნათესავებისა და ახლობლების მონახულების მიზნით განხორციელებული ვიზიტები.

2018 წლის I კვარტალში, 2017 წლის I კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალოთვიური რაოდენობა იმერეთში (67%-ით) და მცხეთა-მთიანეთში (47%-ით).

უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და შიდა ქართლის რეგიონებში. ჯამში აღნიშნულ რეგიონებში, 2018 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტების მხოლოდ 3.4% განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები