LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რუსეთთან ჰიბრიდული ომის წარმოების მდიდარი გამოცდილება აქვს – გიორგი მარგველაშვილი

84

საქართველოს რუსეთთან ჰიბრიდული ომის წარმოების მდიდარი გამოცდილება აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ქართულ-რუსული დაპირისპირება არ დაწყებულა 2008 წელს. საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, რუსეთის ფედერაციის მხრიდან გადაიდგა ნაბიჯები საქართველოს რეგიონების ფაქტობრივი ოკუპაციის მიმართულებით.

მისივე  თქმით, საქართველოს შეუძლია, სიამაყით აღნიშნოს, რომ ასეთ ძლიერ მეზობელს გაუძლო და მომავალშიც გაუძლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები