LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, პროვოკაციული ქმედებების პრაქტიკა შეწყვიტოს

226

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, პროვოკაციული ქმედებების პრაქტიკა შეწყვიტოს და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობები დაიცვას. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე. წ. შეთანხმებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში სამინისტრო ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები და მიიღოს ზომები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე ჯეროვანი რეაგირების მიზნით.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით 2017 წლის 31 მარტს ე. წ. შეთანხმების ხელმოწერას.

აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს, რაც სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. რუსეთის ფედერაციის მსგავსი პროვოკაციული ქმედებები და ცალსახა აგრესია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულია რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციისა და ევროპული უსაფრთხოების სისტემის სრული მოშლისაკენ. ამ გზით რუსეთის ფედერაცია სერიოზულ ზიანს აყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და მიზანმიმართულად უშლის ხელს სამშვიდობო პროცესში რაიმე პროგრესის მიღწევას” – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები