LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან 11%-ით გაიზარდა

92

2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარი- რებული ვაჭრობის გარეშე) 5675.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13.0 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1446.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (28.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4228.6 მლნ. აშშ დოლარს (8.5 პროცენტით მეტი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ივლისში 2781.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1141.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 27.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1541.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.0 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 339,1 მლნ. აშშ დოლარი იყო (33,6 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1202.4 მლნ. აშშ დოლარი (6.0 პროცენტით მეტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-ივლისში 1808.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 30.7 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 570.3 მლნ. აშშ დოლარი (59.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1237.9 მლნ. აშშ დოლარი იყო (20.7 პროცენტით მეტი).

2017 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია : თურქეთი (858.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (605.7 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (481.4 მლნ. აშშ დოლარი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები